Tag Archives: კონსტიტუცია

ადამიანის კონსტიტუცია

ლალი დათეშიძე ადამიანის კონსტიტუცია – ადამიანის მორფოლოგიური და ფუნქციური თვისებების ერთობლიობა. ყალიბდება თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების საფუძველზე. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

statis thymicolymphaticus

statis thymicolymphaticus – (სინ.: თიმიკო – ლიმფური მდგომარეობა, თიმიკო – ლიმფური კონსტიტუცია) ორგანიზმის თანდაყოლილი კონსტიტუციური თავისებურება, რომელიც ვლინდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით, პასტოზურობით, კანის სიფერმკრთალით, ლიმფური ორგანოების ჰიპერპლაზიით, მკერდუკანა ჯირკვლის გადიდებით, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზიით. მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსი) უკუგანვითარება ნაკლებადაა გამოხატული და მიმდინარეობს ჩვეულებრივზე გვიან.