Tag Archives: კონფერენცია

კელოგის ფონდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კელოგის ფონდი – W.K. Kelloge Foundation მხარდაჭერის სფეროები: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ღარიბთა დახმარება, მოწყალება, განათლება, ეკონომიკის მართვა და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ფონდი უპირატესობას ანიჭებს უკვე დაგროვილი ცოდნის გამოყენებას და არა ცოდნის დაგროვებასა და კვლევებს. ფონდი ახალისებს სადემონსტრაციო პროგრამებს, რომლებსაც შემდეგ გრანტიორი დამოუკიდებლად აგრძელებს და რომლის გამოცდილება გამოადგება

Read More

ჩანახატები ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტიდან (II)

ლევან შენგელია. წერილი მეორე
სამედიცინო ელექტრონული ბიულეტენი ”ეკოფარმი”.  N217.
 
 

უწმინდესი ბრძანებს – ,,ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ თავიდან ბოლომდე და მერე ვაკეთოთ საქმე”

გრძელდება სტატიათა ციკლი საქართველოში სამედიცინო და თანამდევ მცენარეთა ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ ის პრობლემები, რომლებმაც ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობის გზაზე შეიძლება იჩინოს თავი და ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები.

,,კადრები წყვეტენ ყველაფერს”

სამკურნალო და თანამდევი მცენარეების ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი სპეციალისტთა ნაკლებობაა. დღეს არ მზადდება სპეციალისტები, რომლებსაც კომპლექსურად შეუძლიათ გაუძღვენ დარგსა და ცალკეულ მეურნეობებს. ეს დარგთაშორის, კომპლექსურ ცოდნას მოითხოვს (ეკონომიკა, ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, აგრო და ფარმტექნოლოგიები და ა.შ.) ამგვარ კომპლექსურ ცოდნას, ჩვენი აზრით, ჯერჯერობით ვერც ერთი ქართული ფაკულტეტი ვერ იძლევა.
საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარების პირველივე ეტაპებზე, მთელი სიგრძე–სიგანით იჩენს თავს ეს პრობლემა.

პატრიარქი ბრძანებს – ,,ქართული უნივერსიტეტი იქნება მაგალითი სხვა უმაღლესის სასწავლებლებისათვის”

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართული უნივერსიტეტის ყველა პროექტი საერთო–ქართულია. პრაქტიკულად ყველა პროექტი იგება იმგვარად, რომ ნებისმიერ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელს, მთელ საქართველოს და დისპორასაც გამოადგეს. უნივერსიტეტის პორტალზე www.sangu.ge განთავსებული სასწავლო მასალებით უკვე არაერთი უმაღლესი სასწავლებლისა და საშუალო სკოლის მოსწავლე სარგებლობს.

Read More