Tag Archives: მდგომარეობიდან

ამოსის სიმპტომი

ამოსის სიმპტომი – (Н. L. Amoss, ამერ. ექიმი) ავადმყოფის უუნარობა მწოლიარე მდგომარეობიდან გადავიდეს მჯდომარე მდგომარეობაში უკან ხელების დაყრდნობის გარეშე; აღინიშნება მიოპათიისა და პოლიომიელიტის დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

აგზნება

აგზნება – 1. უჯრედის (ქსოვილის) გადასვლის პროცესი მშვიდი მდგომარეობიდან მოქმედ მდგომარეობაში გარკვეული ზემოქმედების (სიგნალის) გავლენით; 2. ფსიქიატრიაში – ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფსიქიკური და მოძრაობითი აქტივობის გამოხატული გაძლიერება.