Tag Archives: მიდრეკილნი

ეპიფრენული დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიფრენული დივერტიკული – მდებარეობს საყლაპავის ქვედა მესამედში დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის ზევით. ყველაზე უფრო ხშრად იგი გამოდის საყლაპავის მარჯვენა კედლიდან, მაგრამ იზრდება მარცხნივ. სიმპტომები. ტკივილი, რომელიც განპირობებულია დივერტიკულში წნევის მომატებით, დისფაგია. გართულებები – ეზოფაგიტი, პერფორაცია (დივერტიკულიტის დროს). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კარდიოსპაზმთან, პარაეზოფაგულ თიაქართან და საყლაპავის კიბოსთან. ოპერაციული მკურნალობა

Read More

დე ლანგეს სინდრომი I

დე ლანგეს სინდრომი I – (Cornelia de Lange, ჰოლ. პედიატრი) თანდაყოლილი სისტემური დაავადება მრავლობითი დეგენერაციული ანომალიების კომბინაციით; ვლინდება დიფუზური კუნთოვანი ჰიპოტროფიით, ექსტრაპირამიდული და გონებრივი განვითარების დარღვევებით. ახალშობილები ნაკლებმოძრავნი არიან, ცუდად წოვენ, მიდრეკილნი არიან დიარეისაკენ, აღენიშნებათ ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენა; ავადმყოფებს აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: მიკროცეფალია ან მიკრობრაქიცეფალია, შუბლი ფართოა, ცხვირი მოკლე; აღინიშნება ჰიპერტელორიზმი, ჰიპერპლასტიკური ქვედა

Read More