Tag Archives: მიტოზი

ამფიასტერი

ამფიასტერი – (amphiaster ბერძნ.amphi – ორივე და aster – ვარ­სკვლავი) მიტოზის დროს ანაფაზის სტადიაში ფიგურა, რომელიც პოლუსებზე შეიცავს ერთმანეთთან აქრომატული თითისტარას ძაფებით შეერთებულ ორ ასტროსფეროს. იხ.მიტოზი ამფიასტრული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

აბორტული მიტოზი

აბორტული მიტოზი – (mitosis abortiva ბერძნ.mitos – ძაფი ლათ.abortus) განუვითარებლობა, გამოგდება) მიტოზი, რომლის მიმდინარეობა წყდება უმეტესად მეტაფაზის სტადიაში. ამ დროს ქრომოსომები დესპირალიზაციას განიცდის, ან პიკნოზურად იცვლება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)