ბაზოფილური გრანულები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზოფილური გრანულები – (granula basophila ბერძნ.basis – საფუძველი, იხ.ბაზოფილია) ბაზოფილური ლეიკოციტების ციტოპლაზმაში მარცვლოვანება, რომელიც საღებარებით იღებება ლურჯ და მუქ იისფრად, არცთუ იშვიათად ეს მარცვლოვანება იძლევა მეტაქრომატულ რეაქციას, ე.ი.იღებება არა იმ ფრად, რა ფერისაც საღებარია (იხ.მეტაქრომაზია). აღნიშნული დაკავშირებულია გრანულებში ჰეპარინის, ჰისტამინის და სხვა ამინოშემცველ ნივთიერებების არსებობასთან. გრანულები შეიცავს