Tag Archives: მუშა

ერგასტოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერგასტოპლაზმა – (ergastoplasma ბერძნ. ergaston – მუშა იხ.პლაზმა) ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემ­ბრანებზე მუდმივად დიდი რაოდენობით რიბოსომებია. ერგასტოპ­ლაზმის ფუნქციური როლია მისი მონაწილეობა ცილების სინთეზში, რომლის ძირითადი ცენტრებია რიბოსომები. უკანასკნელნი განაპი­რობებენ ციტოპლაზმის ბაზოფილიას, აგრეთვე პირონინოფილიას . ერგასტოპლაზმა უფრო მეტად გამოხატულია ცილების აქტუალურად მასინთეზებელი უჯრედების ბირთვისახლო ბაზოფილურ ციტოპლაზ­მაში. ტერმინი

Read More

ბაზალური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis – სა­ფუძველი) რთული, დინამიური, აქტიური ნახშირწყლოვან – ცილოვან – ლიპიდური კომპლექსია და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრუ­ლებს შე­მაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, მის წარმონაქმნებსა და სხვა მუშა ქსოვილოვან ელემენტებს შორის. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები და მათი წარმონაქმნები მეზობელ სხვა ქსოვილთა უჯრედებისაგან გამიჯ­ნულია ბაზალური მემბრანით (ბაზალური ფირფიტა).

Read More