Tag Archives: ნადებით

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

მშობიარობის შემდგომი წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი წყლული – წარმოიქმნება მშობიარობიდან მე – 3 – 4 დღეზე შორისის, საშოსა და საშვილოსნოს ყელის ჭრილობის დაინფიცირების შედეგად. ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ნეკროზული ნადების წარმოქმნით. ზოგჯერ აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა. დიაგნოზის დადგენა ხდება შორისის, საშოს და საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებით. წყლული წარმოადგენს ჭრილობით ზედაპირს, რომელიც დაფარულია მორუხო

Read More