ბროუნ – სეკარის სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბროუნ – სეკარის სინდრომი – ბროუნ – სეკარის ნახევარ დამბლა. ზურგის ტვინის ნახევრად დაზიანების სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც აღინიშნება ზურგის ტვინის განივი განაკვეთის ნახევრად დაზიანების დროს. დაზიანების მხარეს არის ცენტრალური დამბლა (ან პარეზი) და კუნთების პროპრიოცეპტული და ვიბრაციული მგრძნობელობის მოშლა, მოპირდაპირე მხარეს გამოვარდნილია ტემპერატურული და მტკივნეული მგრძნობელობა.