Tag Archives: ნეიტროპენია

ნეიტროპენია

ნეიტროპენია – [neutropenia; ნეიტრო(ფილი)  +  ბერძ.  penia სიმწირე ] ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება სისხლის მოცულობით ერთეულში. შესაძლებელია იყოს მემკვიდრეობითი, აღინიშნება აგრანულოციტოზის, მწვავე ლეიკოზის დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიები

 B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიები – ხასიათდებიან ძვლის ტვინში მეგალობლასტების გაჩენით, ერითროციტების ძვლის ტვინისშიგა დაშლით, ჰიპერქორომული მაკროციტული ანემიით, თრომბოციტოპენიითა და ნეიტროპენიით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ატროფული ცვლილებებით და ნერვული სისტემის ცვლილებებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. B12-დეფიციტური ანემიის იდიოპათური ფორმა (პერნიციოზური ანემია) ვითარდება ორგანიზმში ეგზოგენური ციანკობალამინის (ვიტამინი B12) არასაკმარისი შეღწევით; გვხვდება უმთავრესად ხანში შესულებში. პათოგენეზი უკავშირდება გლიკოპროტეინის გამომუშავების დარღვევას.

Read More