Tag Archives: ნივთიერების

ალპერსის სინდრომი

ალპერსის სინდრომი – (В. J. Alpers, ამერ. ნეიროქირურგი; სინ. ტვინის პოლიდისტროფია პროგრესული) ბავშვებში სიბრმავის, კრუნჩხვების, კუნთოვანი ტონუსის სპასტიკური ცვლილებების, მიოკლონუსის, ჭკუასუსტობის განვითარება, რაც უკავშირდება ტვინის რუხი ნივთიერების დეგენერაციულ ცვლილებებს; აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალოტროპია

ალოტროპია – ერთი და იგივე ქიმიური ელემენტის არსებობა ორი ან რამდენიმე მარტივი ნივთიერების სახით, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება აღნაგობითა და თვისებებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი