Tag Archives: ნიშნის

მაიონებელი გამოსხივება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელიც მიიღება ბირთვული გარდაქმნებისას ან ნივთიერებაში დამუხტული ნაწილაკების დამუხრუჭებისას და რომლის ზემოქმედების შედეგად ფიზიკურ ან ბიოლოგიურ სხეულში წარმოიქმნება სხვადასხვა ნიშნის იონები; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დისკორდანტულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისკორდანტულობა – (ლათ. Discordans – შეუთანხმებელი) 1. გენეტიკაში – ტყუპებს შორის მსგავსების არარსებობა გარკვეული ნიშნის მიხედვით; 2. ფსიქიატრიაში – ფსიქიკური პროცესების განცალკევება და გახლეჩა (აზროვნების, გრძნობების, ქმედებების); დამახასიათებელია შიზოფრენიისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა