პათოლოგიური მდგომარეობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური მდგომარეობა – 1. ნორმიდან მყარი გადახრა, რომელსაც ორგანიზმისათვის ბიოლოგიურად უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. სამედიცინო ლიტერატურაში ტერმინი ,,პათოლოგიური მდგომარეობა” გამოიყენება ფართო გაგებით – ჰომეოსტაზის სხვადასხვა პარამეტრების დროებითი, გარდამავალი გადახრების აღსანიშნავად, მიუხედავად მათი ხანგრძლივობისა; მაგ. სისხლის ქიმიური და აიროვანი შემადგენლობის არახელსაყრელი გადახრები, ასევე პათოლოგიური პროცესების ცალკეული სტადიები, მაგ. პოსტჰემორაგიული