Tag Archives: ორთქლის

დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის).

Read More

ასტრობიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტრობიოლოგია – (ასტრო.. და ბიოლოგია), მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს სამყაროში სიცოცხლის არსებობის ყოველგვარ გამოვლინებას. ასტრობიოლოგია ეყრდნობა ასტრონომიის, ბიოლოგიის, და ბიოქიმიის მეცნიერებათა მიღწევებს. ზოგიერთი ამოცანის გადაწყეტისას უკავშირდება კოსმოსურ ბიოლოგიასა და კოსმოსურ მედიცინას, რომლებიც წარმოიშვა კოსმოსურ სივრცეში ადამიანის გასვლის შედეგად. ასტრობიოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემაა დედამიწაზე, როგორც კოსმიურ სხეულზე, სიცოცხლის ჩასახვისა

Read More