Tag Archives: პარაპროტეინემიური

მაკროგლობულინემია

მაკროგლობულინემია – დაავადება პარაპროტეინემიური ჰემობალსტოზების ჯგუფიდან: პლაზმური უჯრედების ავთისებიანი ზრდა, რომლებიც ახდენენ მაკროგლობულინების პროდუცირებას. გამოვლინებები დაკავშირებულია სისხლის წებვადობის მომატებასთან; აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, კანისა და ლორწოვანი გარსების სისხლდენა, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფური კვანძების ზომიერი გადიდება, მხედველობის დაქვეითება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კალერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალერის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმოციტომა, მიელომატოზი. პარაპროტეინემიური რეტიკულოზი, რეტიკულო – პლაზმოციტოზი. სისხლმბად ორგანოთა სიმსივნური დაავადება. დამახასიათებელია პლაზმოციტური უჯრედების დიფუზური ან კვანძოვანი ზრდა, რომელთაც აქვთ უნარი პარაპროტეინების პროდუცირებისა. კლინიკური სურათი ყალუბდება და გაპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით: სიმსივნური ზრდით სისხლმბად სისტემაში, პარაპროტეინების ჰიპერპროდუქციით, რასაც თან სდევს

Read More