დახურული პერფორაცია
დახურული პერფორაცია
წყლულის მიკროპერფორაცია, როდესაც დეფექტი სპონტანურად იხურება ბადექონით ან მეზობელი ორგანოთი, ან საკვების ნაჭრით. დამახასიათებელია დაავადების ტიპიური დასაწყისი, შემდეგ კი კლინიკური სურათი მკვეთრად იცვლება: ტკივილი მცირდება, კუნთების დაჭიმულობა არამკვეთრია და ხშირად ვლინდება მარჯვენა ფერდქვეშა არეში; ამავე ადგილზე აღინიშნება პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები. მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება აირი დიაფრაგმის ქვეშ.