Tag Archives: პირულ

არნინგის ეპითელიომა ანუ კარცინოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არნინგის ეპითელიომა ანუ კარცინოიდი – მრავლობითი ზედაპირული ეპითელიომა, კეთილთვისებიანი ეპითელიომა, კანის ზედაპირული კეთილთვისებიანი ეპითელიომა – ახასიათებს მრავლობითი ბაზოცელულარული ცერულომები ქრონიკული კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. ბრტყელი, უმნიშვნელოდ ინფილტრირებული კერები გავრცელებულია პერიფერიულად, ჰგავს ფსორიაზს, ზედაპირულ მიკოზს ან ქრონიკულ ეგზემას. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახესა და ტანზე. სინონიმებია: ლიტლის ერითემატოიდი, ვაისის ეპითელიომა. [“3”]

Read More

აფთები

აფთები – aphthae დამოუკიდებელი დაავადება, ან რაიმე მწვავე დაავადების (თურქული, კუჭ – ნაწლავის დაავადებები) გართულება; წარმოადგენს მტკივნეულ, ზედაპირულ, პატარა მოყვითალო წყლულებს პირის ღრუს, იშვიათად კი საშოს ლორწოვანზე. პირის ღრუს აფთებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ყლაპვისა და ღეჭვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შეშუპება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი