პოლიმენორეა
პოლიმენორეა – ციკლურად განმეორებადი მენსტრუალური სისხლდენა მოკლე ინტერვალით, არა უმეტეს 21 დღისა. პოლიმენორეა ყოველთვის არ ასოცირდება პათოლოგიასთან. როგორც წესი, ხშირად განმეორებადი მენსტრუაცია პათოლოგია არაა პუბერტატულ ასაკში შემავალი გოგონებისათვის, ვინაიდან ის უკავშირდება ჯერ კიდევ არასრულყოფილ ჰორმონალურ ფუნქციას. როცა სექსუალური განვითარება დასრულდება, სწორი მენსტრუალური რიტმი დამოუკიდებლად ჩამოყალიბდება. პოლიმენორეა კლიმაქტერულ პერიოდში შეიძლება გამოწვეული იყოს ბუნებრივი მიზეზებით, კერძოდ საკვერცხეების