Tag Archives: პურკინი

პურკინიეს ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურკინიეს ბოჭკოები – 1. გულის გამტარებელი სისტემის სტრუქტურული ერთეულები. ისინი მდიდარია სარკოპლაზმით, მცირე რაოდენობით მიოფიბრილები და სუსტად განვითარებული სარკოლემა აქვთ. ბირთვები მდებარეობს მათ ცენტრში და არა პერიფერიაზე, როგორც ჩონჩხის მუსკულატურის განივზოლიან ბოჭკოებში. რადგან პურკინიეს ბოჭკოები მიოგენური წარმონაქმნებია, მათ შეუძლიათ გულის კუნთის შეკუმშვის ავტომატიზმის გამპირობებელი იმპულსების გამომუშავება და

Read More

კალათისებრი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალათისებრი უჯრედები – (cellulae corbiformes)  უჯრედები, რომლებსაც კალათის ფორმა აქვთ: 1. ნათხემის ქერქის წვრილი ნერ­ვული უჯრედები გრძელი ნეირიტებით, რომელთა განტოტებანი კალათისებურად ეხვევა გარს განგლიური უჯრედების (იხ.პურკინიეს უჯრედების) სხეულებს; 2. მიოეპითელური უჯრედები, რომლებიც გარს ეკვრიან კანის საოფლე ჯირკვლების სეკრეციულ ტერმინალურ ნაწილს. იხ. უჯრედები მიოეპითელური . (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More