Tag Archives: რადიაციის

ლევკოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტოზი – ლევკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში რამდენიმე ათეულ ათ. აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვ.

Read More

ბაქტერიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიემია – (ბაქტერია და ბერზნ. haima – სისხლი), ბაქტერიების არსებობა სისხლში. ადამიანისა და ცხოველის სისხლში ბაქტერიები შეიძლება შეიჭრას დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსებიდან, აგრეთვე პათოლოგიურად შეცვლილი სისხლისა და ლიმფური ძარღვებიდან. ბაქტერიემია დაერთვის მრავალ ინფექციურ დაავადებას – ლეპტოსპიროზს, პარტახტიან და შებრუნებით ტიფს, ტულარემიას, განსაკუთრებით დამახასიათებელია ნაწლავთა ინფექციებისათვის. ბაქტერიემია განაპირობებს

Read More