D ჰიპოვიტამინოზი
D ჰიპოვიტამინოზი
D ვიტამინის (ქოლეკალციფეროლი) უკმარისობა ძირითადად გვხვდება ადრეული ასაკის ბავშვებში და ვლინდება რაქიტის კლინიკით. D ჰიპოვიტამინოზისას მნიშვნელოვნად იცვლება ორგანიზმში მინერალების ცვლა, სისხლში მცირდება კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა.