Tag Archives: საფეთქლის

განმზიდავი ნერვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განმზიდავი ნერვის სინდრომი – (syndromum nervi abducentis) თვალის გარეთ განზიდვის  შეუძლებლობა სიელმესთან და დიპლოპიასთან; განპირობებულია თვალის კაკლის გარეთა სწორი კუნთის დამბლით, მაგ. ბაზალური მენინგიტების, არაქნოიდიტების, თვალბუდის ან საფეთქლის ძვლის პირამიდის პათოლოგიური პროცესების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აურიკულო – ტემპორალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აურიკულო – ტემპორალური სინდრომი – (ლათ. Auricula ყურის ნიჟარა + temporalis საფეთქლისმიერი; სინ.: ყურ – საფეთქლის ნერვის სინდრომი, ფრეის სინდრომი, ყურისირგვლივი ნერვის სინდრომი) კანის ჰიპერემია და გაძლიერებული ოფლდენა ყურის ირგვლივ და საფეთქლის არეში ფიზიკური დატთვირთვის, მღელვარების, ჭამის დროს და სხვ. სინდრომი ვითარდება ყურ – საფეთქლის ნერვის დაზიანების

Read More