საშვილოსნოს ყელის ეროზია
საშვილოსნოს ყელის ეროზია – (გინეკ.) საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ზედაპირული ეპითელიუმის დეფექტი. ეროზიების წარმოქმნა ვითარდება ყელის არხიდან პათოლოგიური გამონადენის ზეგავლენით, რომელიც იწვევს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის მაცერაციას და შემდგომ დესქვამაციას. სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება საშოდან ჩირქოვანი ან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. სარკეებით საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას ვლინდება ჰიპერემია გარეთა პირის გარშემო, ხშირად საშვილოსნოს ყელის უკანა ბაგეზე. ეროზიის ზედაპირი
