Tag Archives: სეგმენტებს

პეჯეტ – შრეტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეჯეტ – შრეტერის სინდრომი – (J. Paget, ინგ. ქირურგი და პათოლოგი; L. Schroetter, ავსტრ. ოტორინოლარინგოლოგი; სინ.: ტრავმული ვენოსპაზმი) ლავიწქვეშა ვენის თრომბოზი, რომელიც უკავშირდება მის ტრავმირებას ნეკნ – ლავიწის შუალედის არეში. სინდრომი საჭიროა განვასხვავოთ ლავიწქვეშა და იღლიის ქვეშა ვენების სხვა გენეზის თრომბოზებისაგან; სინდრომის ყველაზე ადრეული და ხშირი სიმპტომია

Read More

ნეფროტომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროტომები – (nephrotomi ბერძნ.nephros – თირკმელი, tomos – ნაწილი) მეზოდერმის წყვილი სეგმენტირებული უბნებია, რომლებიც აერთებენ დორსალურ სეგმენტებს არასეგმენტირებულ სპლანქნოტომთან. თავის ნეფროტომიდან ვითარდება წინა თირკმელი (პრონეფროსი – pronephros). სხეულის ნეფროტომები ქმნის პირველად თირკმელს (მეზონეფროსი – mesonephros) – არასეგმენტირებული კაუდალურად მდებარე ნერგი კი ქმნის მეორად თირკმელს (მეტანეფროს – metanephros).

Read More