Tag Archives: სეგმენტური

კვანძოვანი პერიარტერიიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კვანძოვანი პერიარტერიიტი – დაავადება, რომელიც ვითარდება წვრილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვების დაზიანების შედეგად სისხლძარღვოვანი კედლის ანთების ნიშნებითა და მისი სეგმენტური ნეკროზით. დაავადება ხასიათდება რიგი სისტემებისა და ორგანოების დაზიანებით და მიეკუთვნება კოლაგენოზურ დაავადებებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კერშნერ – ადამსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერშნერ – ადამსის სინდრომი – ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი პნევმონიტი. ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის ნაირსახეობა. დაავადება ვითარდება ნელა, წლების მანძილზე. ნიშნები: ხველა ნახველის მცირე რაოდენობით, ჰემოფტიზი, ტკივილი გულმკერდში, პერკუსიის მოყრუების მცირე ზონა, უპირატესად ცალმხრივი მშრალი ხიხინი, საერთო მდგომარეობა შედარებით კარგია, ტემპერატურა ნორმალური, რენტგენოლოგიურად შემოფარგლული, სეგმენტური დაჩრდილვა, რომელიც მოგვაგონებს ატელექტაზს.

Read More