Tag Archives: სენსორული

აფაზია

  აფაზია – (ნერვ. დაავ.) მეტყველების დარღვევა, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ქერქის დაზიანების დროს (მემარჯვენეებში მარცხენა ნახევარსფეროს). მოტორული აფაზიის დროს ავადმყოფი უჩივის სიტყვების გამოთქმის გაძნელებას, თუმცა ესმის სხვისი საუბარი. სენსორული აფაზიის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ირღვევა საუბრის აღქმა. ამნეზიური აფაზიის დროს ავადმყოფს ავიწყდება საგნების სახელწოდება, თუმცა ახსოვს მათი გამოყენების მნიშვნელობა. ძირითადი დაავადების მკურნალობა. ლოგოპედური ღონისძიებები. გაფრთხილება! ლალი

Read More

ამპულური სავარცხელი

ამპულური სავარცხელი – (crista ampullaris) სავარცხლის მსგავსი განივი ნაოჭი ნახევარრკალოვანი არხების ამპულურ გაგანიერებაში, ამოფენილია ეპითელური საყრდენი და სენსორული უჯრედებით, დაფარულია ლაბისებრი გუმბათით – წარმოადგენს სათბობის დამაჩქარებელ რეცეპტორს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .