Tag Archives: სიმპათიკური

არლეკინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არლეკინის სინდრომი – სხეულის ნახევრების შეფერვის მკვეთრი განსხვავება. აღინიშნება ახალშობილებში თავის ტვინის სამშობიარო ტრავმის დროს. მოზრდილებში შესაძლოა გამოვლინდეს სახის ერთი ნახევრის ჰიპერემიით კისრის სიმპათიკური ბოჭკოების დაზიანებისას და წარმოიშვას მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს. გაფრთხილება!  

ამფოტონია

ამფოტონია – (amphotonia; ამფო – + ბერძ. tonos დაძაბვა) ვეგეტატიური ნერვული სისტემის როგორც სიმპათიკური, ასევე პარასიმპათიკური ნაწილების მომატებული აგზნებადობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .