Tag Archives: სიმსივნის საწინააღმდეგო

ფლურაცედილი 5%

ფლურაცედილი 5% – სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, პირიმიდინის ანტაგონისტი

ფლურაცედილი 5%-ის შემადგენლობა

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
50 მგ/მლ ფლურაცედილის სტერილური, იზოტონური საინექციო ხსნარი. ფლურაცედილის საინექციო ხსნარი არ ყოფილა შენახული და შესაბამისად იგი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორის მჟავა, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
შეფუთვა:
– 5 და 10 მლ უფერო, I ტიპის (Ph.Eur.) ამპულები. კომერციული ფორმა: 5 მლ 5, 10 ან 50 ცალი ამპულა მუყაოს კოლოფში ან 10 მლ 5 ან 25 ცალი ამპულა მუყაოს კოლოფში.
– 5, 10, 20 და 100 მგ უფერო,I ტიპის (Ph.Eur.) ბოთლები, დახურული ქლორობუტილენის რეზინის საცობით, ინერტული საფარველით, ალუმინის ბეჭდით და პოლიპროპილეის ფირფიტით. კომერციული ფორმა: 5, 10, 20 ან 100 მლ 1 ბოთლი მუყაოს კოლოფში ან 5, 10 ან 20 მლ 10 ცალი ბოთლი მუყაოს კოლოფში.
– 100 მლ საინფუზიო ხსნარი. კომერციული ფორმა: 100 მლ 1 ცალი საინფუზიო ბოთლი (100 მლ მულტი-დოზიანი საინფუზიო ბოთლი, რაც გამოზნულია უწყვეტი ინფუზიის ჩასატარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში).
ხსნარის მომზადების წესი:
დაუშვებელია რაიმე სახის კონტაქტი ხსნართან. ხსნარის მომზადების დროს საჭიროა ასეპტიკის პირობების დაცვა. დამცავი ზომების სახით გამოიყენება ხელთათმანები, ნიღაბი, სათვალეები და დამცავი ტანსაცმელი. რეკომენდირებულია ვერტიკალური შრეობრივი საჰაერო ქუდის გამოყენება. პრეპარატების მომზადებისას საჭიროა ხელთათმანების გამოყენება. დარჩენილი მასალის განადგულებისას აგრეთვე გასათვალისწინებელია, თუ რა სახით არის იგი წარმოდგენილი.
თუ პრეპარატი მოხვდება კანზე, ლორწოვან გარსებზე ან თვალებში, იგი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს დიდი რაოდენობით წყლით. აგრეთვე დასაშვებია კანის დაბანა საპნის საშუალებით.

Read More

გემნილი

გემნილი – სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, პირიმიდინის ანტაგონისტი

გემნილის ჩვენებები
გემნილი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური” საშუალებების ჯგუფს. ეს პრეპარაატები კლავს გაყოფად უჯრედებს, კიბოს უჯრედების ჩათვლით.
გემნილი შეიძლება გამოიყენონ მარტო ან სხვა კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად, კიბოს ტიპის მიხედვით.
გემლინი გამოიყენება კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ:
-ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბო (NSCLC) მარტო ან ცისპლატინთან ერთად.
-პაკნრეასის კიბო.
-ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან ერთად.
-საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან ერთად.
-შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან ერთად.

Read More