სირინგომიელია
სირინგომიელია syringomyelia სირინგომიელია – ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ღრუების წარმოქმნით ზურგისა და მოგრძო ტვინში, ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის ვრცელი ზონების გამოთიშვით. სირინგომიელია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზები ცნობილი არ არის. გლიური ქსოვილის ზრდის პროცესი მისი შემდგომი დაშლით და ღრუების წარმოქმნით ლოკალიზდება უპირატესად ზურგის ტვინის კისრის გამსხვილების უკანა რქებში და ვრცელდება ტვინის ღეროზე. სირინგომიელია – სიმპტომები, მიმდინარეობა.