Tag Archives: სონის

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

კომპრესიული ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომპრესიული ნევროპათია – პერიფერიული ნერვების დაზიანების კრებითი სახელი, რომლებიც წარმოიქმნება ნერვების გაჭყლეტით ძვალ – ფიბროზულ – კუნთოვან არხებში ან გარე ზეწოლით. თუკი ნერვის მიჭყლეტამ გამიწვია მისი ფოკალური დემიელინიზაცია, შესაძლოა მოხდეს სპონტანური აღდგენა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, აქსონის დაზიანებისას აღდგენა მიმდინარეობს შედარებით ნელა და ხშირად არასრულია. გაფრთხილება!

Read More