სპერმატოზოიდები
სპერმატოზოიდები – 1. (spermatozoida ბერძნ.sperma – თესლი, zoon – ცხოველი და eidos – მსგავსი; სინ.სპერმიები, სათესლე ძაფები) მომწიფებული მამრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სპერმატოგენეზის პროცესში. ისინი შეიცავენ ქრომოსომების ჰაპლოიდურ რიცხვს. ყველა წარმოქმნილი სპერმატოზოიდის ნახევარს აქვს Y – ქრომოსომა, რომელიც განსაზღვრავს სქესის ნიშნების გადაცემას მამრობითი ხაზით, სპერმატოზოიდების მეორე ნახევარი შეიცავს X – ქრომოსომას, რომელსაც გადააქვს სქესის