Tag Archives: სპეციფიკური

ამოცანის ანალიზი

ამოცანის ანალიზი – შესასრულებელი სამუშაოს დეტალური შესწავლა საჭირო სპეციფიკური ჩვევების განსასაზღვრავად, სამუშაოს აღწერა და მისი სპეციფიკაცია. ისინი ასახავენ სპეციალურ მოვალეობებსა და ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ამბივალენტობა გრძნობისა

ამბივალენტობა გრძნობისა – (ლათ. ambo = ორივე და valentia = ძალა). ემოციურ განცდათა სპეციფიკური თვისება, რომელიც საწინააღმდეგო გრძნობათა ერთდროულ, ერთ მთლიანობაში განცდას გულისხმობს. ტერმინი ამბივალენტობა ფსიქოანალიზის სკოლას ეკუთვნის. შემოიღო შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ე. ბლოილერმა. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამბივალენტურ გრძნობებს უწოდებენ ისეთ განცდებს, როცა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები ერთმანეთს კი არ ანეიტრალებენ, არამედ ერთმანეთს ერწყმიან. მაგ., ავტომანქანით დიდი

Read More