Tag Archives: სპორადიული

სპორადიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპორადიული – გაფანტული, ერთეული, ცალკეული, დრო და დრო გამოვლენილი, ერთეულ შემთხვევებში წარმოქმნილი (მაგალითად დაავადება) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სასუნთქი გზების მწვავე კატარი

სასუნთქი გზების მწვავე კატარი – კლინიკურად მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელთა გამომწვევია უპირატესად ვირუსები (ადენოვირუსები, რეოვირუსები, ენტეროვირუსები); გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; რეგისტრირდება სპორადიული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით; ხასიათდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით (მაგალითად, რინოფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის სახით), იშვიათად კონიუნქტივიტით, ზომიერი ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი