Tag Archives: სწორ

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

მუკოეპიდერმალური სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუკოეპიდერმალური სიმსივნეები – (ლათ. Mucus ლორწო + ბერძ. Epiderma ეპიდერმისი + eidos სახე; სინ.: ეპითელიომა ორმაგი მეტაპლაზიით, სკორპილის სიმსივნე)სიმსივნეები, რომლებიც წარმოქმნილია ბრტყელი ეპითელის უჯრედებისაგან და უჯრედებისაგან, რომლებიც ახდენენ ლორწოვანი ნივთიერების (მუკოიდური) სეკრეციას. სიმსივნეები ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება დიდ სანერწყვე ჯირკვლებში. ვითარდება აგრეთვე ენაში, კანში, საყლაპავში, საშვილოსნოს ყელში,

Read More