Tag Archives: ტიურად

ევქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევქრომატინი – (euchromatinum ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.ქრომატინი; ქრომატინი დეკონდენსირებული) ქრომატინის სრული დეკომპლექსაციის ზონებია, ქრომოსომების ნაწილი კი აქტიურად მოფუნქციე ნივთიერება დესპირალიზებულ ქრომოსომათა უბნებ­ში, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ინტერფაზაში ძლიერ იშ­ლება, იბერება და სუსტი შეღებვის გამო უხილავია სინათლის მიკროსკოპიის დროს. ეუქრომატინი გენეტიკურად უფრო აქტიური მა­სალაა, ვიდრე ჰე­ტეროქრომატინი .

Read More

გრძნობათა ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრძნობათა ორგანოები – (ფსიქოლოგია) ნერვული მოწყობილობები, რომლებიც სუბიექტს გადასცემენ გარემოში (ექსტერორეცეფცია) და თავად მის ორგანიზმში (ინტერორეცეფცია) მომხდარი ცვლილებების შესახებ სიგნალებს. განასხვავებენ ხუთ გარე გრძნობით სისტემას – მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება, კანის მგრძნობელობა. ფაქტიურად არსებობს გაცილებით მეტი რაოდენობა (მაგალითად, მხოლოდ კანზე ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევა, ტკივილი, სიცივე, სითბო

Read More