Tag Archives: ტრიქომონოზი

ტრიქომონოზი

ტრიქომონოზი – დაავადება, გამოწვეული უროგენიტალური ტრიქომონებით. დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანისაგან, უპირატესად სქესობრივი გზით. ბავშვები იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დაინფიცირდნენ საყოფაცხოვრებო გზით. კლინიკური გამოვლინებები ჩნდება დაინფიცირებიდან 5-15დღის განმავლობაში. ქალებს მწვავე ტრიქომონოზის დროს აღენიშნებათ საშვილოსნოდან გამონადენი, წვა და ქავილი. შეიძლება გამოვლინდეს დიზურიული მოვლენები. დაავადების გავრცელებისას შეიძლება განვითარდეს ცისტიტი, ენდომეტრიტი, სალპინგოოოფორიტი და სხვა. მამაკაცებში ყველაზე ხშირად აღინიშნება ურეთრიტი, პროსტატიტი.

Read More