Tag Archives: ტურ

დერკუმის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დერკუმის დაავადება – (F. X. Dercum, ამერ. ნევროპათ. და ფსიქიატრი; სინ.: დერკუმის სინდრომი, მტკივნეული ლიპომატოზი) ნეიროენდოკრინული დაავადება, რომლის დამახასიათებელი ნიშანია კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი მტკივნეული ლიპომების ან დიფუზურ – ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნების განვითარება. დაავადება გვხვდება შედარებით იშვიათად; ავადდებიან უპირატესად ქალები პოსტკლიმაქტურ პერიოდში, იშვიათად – მამაკაცები; დაავადება ვითარდება ნელა;

Read More

დამწვრობითი კონტრაქტურები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დამწვრობითი კონტრაქტურები – (ქირურგ.) უხშირესად აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ქიმიურ წარმოებაში, ცეცხფარეშებს, მდნობელებს, ლითონის მსხმელებს და ა.შ. კონტრაქტურები, რომლებიც ვითარდება ნაკვეთი ჭრილობების დროს, აღენიშნებათ უპირატესად მეჩუქურთმეებს, გამომჭრელებს, მეწაღეებს (არის მიოგენური, ტენდოგენური და ნევროგენური ხასიათის). მტვირთავებს კონტრაქტურები უვითარდებათ კეფის ან წელის კუნთების გაწყვეტის შედეგად. ფეხბურთელებს კონტრაქტურების აღენიშნებათ

Read More