Tag Archives: უფერო

არაქიდონის მჟავა

არაქიდონის მჟავა – CH3(CH2) 4 – (CH=CHCH2) 4(CH2) 2COOH, უფერო სითხე, ასევე ლინოლენის და ლინოლის მჟავები – შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის (ვიტამინი F); ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად, მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმების სახით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ამებოციტები

ამებოციტები – (amoebocyti ბერძნ.amoiba – ცვლილება, გადაადგილება და cytos – უჯრედი) უხერხემლო ცხოველების მოძრავი უფერო სისხლის უჯრედები, რომელთა რეპრეზენტები ხერხემლიანებსა და ადამიანში ლეიკოციტებია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი