Tag Archives: ფიზიკური

ანალიზი

ანალიზი – რისიმე შესწავლა მისი ნაწილებად დაშლის გზით. დაშლა შეიძლება იყოს ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური … ხშირად ამ ტერმინს რთავენ ტერმინოლოგიურ გამოთქმებში, რომლებიც მიუთითებენ ანალიზის მიზანს ან მეთოდს. მაგალითად, ფარმაკოლოგიური ანალიზი ნიშნავს, ნივთიერების დაშლას მისი მთლიანად, ან მისი ცალკეული ელემენტების ფარმაკოლოგიური თვისებების შესასწავლად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აგრესია

ლალი დათეშიძე აგრესია – შინაგანი მტრული განწყობა ან ინდივიდის ან ჯგუფის მტრული ქმედებების ტიპი სხვა ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ. აგრესია ვლინდება სხვისთვის ფიზიკური ან/და მორალური ზიანის მიყენებისაკენ მიმართულ ქცევაში. (სოც. და მარკ.კვლ.) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები