Tag Archives: ფსკერი

კანის აქტინომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის აქტინომიკოზი – ღრმა ფსევდომიკოზის ყველაზე ხშირი ფორმა. გამომწვევია სხივისებრი სოკოები  –  აქტინომიცეტები. განასხვავებენ პირველად და მეორად აქტინომიკოზს. კლინიკური გამოვლინებები მსგავსი აქვთ. პირველადი აქტიმომიკოზის დროს ხდება ეგზოგენური დაინფიცირება (კანის საფარველის დაზიანებისას), მეორადის დროს გამომწვევი კანში აღწევს სხვა დაზიანებული ორგანოებიდან კონტაქტური ან ლიმფურ-ჰემატოგენური გზით. აქტინომიკოზი ხშირად ლოკალიზდება ყბისქვეშა

Read More

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More