Tag Archives: ქრონიკული მასტიტი

ქრონიკული მასტიტი

ქრონიკული მასტიტი – ხშირად წარმოადგენს ტუბერკულოზური დაზიანების შედეგს. წარმოიქმნება დაავადების ჰემატოგენური დისემინირებით. სარძევე ჯირკვლის ქსოვილში წარმოიქმნება ინფილტრატები, რომლებიც ხშირად თავისთავად იხსნებიან  ფისტულების წარმოქმნით; ახასიათებს ტორპიდული მიმდინარეობა.  აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზის გატარება აქტინომიკოზთან და კიბოსთან. მკურნალობა – ტუბერკულოსტატიკებით მასიური ზოგადი და ადგილობრივი მკურნალობა. პროგნოზი – დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. >> მასტიტი გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი