ქსოვილი
ქსოვილი – 1. (ბერძნ. histos ლათ. textus) ერთნაირი აგებულების, ფუნქციისა და განვითარების უჯრედებისა და მათი წარმონაქმნების (უჯრედშორისი ნივთიერების) ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემა. ქსოვილის ეს განმარტება, რომელიც ა.ა. ზავარზინს ეკუთვნის, ასახავს მისი სტრუქტურული კომპონენტების – უჯრედების მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და გენეტიკურ თავისებურებებს. ევოლუციურ ჰისტოლოგიაში მიღებული ქსოვილის ამ განმარტების საფუძველზე არჩევენ ოთხი ტიპის ქსოვილს: მოსაზღვრე (ეპითელიურ), შიგა გარემოს, კუნთოვან