Tag Archives: ღამის

ნაწლავის წვენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის წვენი – საჭმლის მომნელებელი წვენი, რომელსაც გამოიმუშავებს ნაწლავის ჯირკვლები. წარმოადგენს უფერო ან მოყვითალო ფერის, ტუტე რეაქციის, ლორწოსა და ეპითელის უჯრედების შემცველ სითხეს. შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ამთავრებენ საკვების ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლას. ადამიანს დღე – ღამის განმავლობაში გამოუმუშავდება 1 – დან 3 ლიტრამდე ნაწლავის წვენი. გაფრთხილება!

Read More

მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი – (cyclus menstrualis) რთული ციკლური ფიზიოლოგიური პროცესი ქალის ორგანიზმში. ახასიათებს ციკლური ცვლილებები და მეორდება 21 – 30 დღე – ღამის შემდეგ. მისი გარეგანი მოვლენაა სისხლდენა საშვილოსნოდან, რასაც მენსტრუაცია ეწოდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი