Tag Archives: შესაძლებელს

მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია;

Read More

ანოპტრული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანოპტრული მიკროსკოპია – უჯრედების გამოკვლევის მეთოდი ანოპტრული მიკროსკოპის მეშვეობით, რომელიც ფაზურკონტრას­ტული მიკროსკოპის (იხ.მიკროსკოპია ფაზურკონტრასტული) სახე­სხვაო­ბაა. ანოპტრალურ მიკროსკოპში ფაზური კონტრასტი მიიღწევა ბნელი არის ფონზე (იხ.ულტრამიკროსკოპია). ფაზურკონტრასტული და ბნელი არის ეფექტების შერწყმა შესაძლებელს ხდის ცოცხალი შეუღებავი უჯრედების შესწავლას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More