სკლერიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლერიტი – (თვალის დაავ.) სკლერის ანთება. ეტიოლოგია: ტუბერკულოზი, რევმატიზმი, პოდაგრა, იშვიათად – სიფილისი, ბრუცელოზი და სხვა ინფექციური დაავადებები. სიმპტომები. ტკივილი, სინათლის შიში, სკლერის უბნის შემოსაზღვრული შესიება და ჰიპერემია მოლურჯო ელფერით. მიმდინარეობს ხანგრძლივად, ხშირად პროცესში ერთვება რქოვანა და ცილიარული სხეული. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები