Tag Archives: შეტევის

დენტო – პულმონური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დენტო – პულმონური სინდრომი – დენტობრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი კბილების გამოხატული ინფექციის დროს. კლინიკა: ხანგრძლივი ხველება, დილით შეტევის სახით, ქრონიკული ხანგრძლივი ინფექცია, პაროდონტოზი, ლიმფატიკურ – ექსუდატიური დიათეზი, ედს – ნორმალური ან მომატებული, შედარებითი ლიმფოციტოზი. რენტგენოლოგიურად – ფილტვის კარის სიმეტრიული გამკვრივება ფილტვების გაძლიერებული სურათით. ძირითადად ავადმყოფობენ სარძევე კბილებიანი ბავშვები.

Read More

გამსტორპის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამსტორპის დაავადება – (I. Gamstorp, შვედი პედიატრი; სინ.: ეპიზოდური ოჯახური ადინამია) პაროქსიზმული დამბლის ფორმა, რომელიც ხასიათდება შეტევის პერიოდში სისხლის შრატში კალიუმის მომატებული შემცველობით, დაავადების შედარებით ადრეული დაწყებით (სიცოცხლის პირველი ათწლეული), შეტევების მაღალი სიხშირითა და ნაკლები ხანგრძლივობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More