Tag Archives: შრატი

ბაქტერიული ფილტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიული ფილტრი – ბაქტერიებისა და სხვ. მიკროორგანიზმებისაგან სითხის გასაწმენდი აპარატი. ბაქტერიული ფილტრის ძირითადი ნაწილია ფორებიანი მფილტრავი ზედაპირი, რომელიც ატარებს სითხეს და აკავებს მიკროორგანიზმებს. გასაფილტრად საჭიროა გასაწმენდ სითხეზე წნევით ზემოქმედება ან მფილტრავი ზედაპირის მეორე მხარეს ჰაერის გაიშვიათება. არსებობს მინის, კერამიკული (მაგ., შამბერლანისა და ბერკეფელდის სანთლები) და მემბრანიანი ბაქტერიული

Read More

ბაქტერიოლიზინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიოლიზინები – ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ბაქტერიული უჯრედის დაშლას (ბაქტერიოლიზი). ბაქტერიოლიზინებს გამოყოფს მრავალი ბაქტერია, ცხოველური უჯრედი და სხვ., მაგ., ლურჯჩირქმბადი ჩხირი (Bact. Pyocyaneum) გამოყოფს ჯილეხის (Bact. anthracis), მუცლის ტიფის  (Bact. typhi) და დიფთერიის ჩხირის (Bact. diphtheriae) დამშლელ ბაქტერიოლიზინებს. ადამიანისა და ცხოველის ბაქტერიოლიზინები ანტისხეულებია, რომლებიც ორგანიზმში

Read More