Tag Archives: ცვლის

ანაბოლიზმი უჯრედის

ანაბოლიზმი უჯრედის – (anabolismus cellulae ბერძნ.anabole – აღმართი) უჯრედის მეტაბოლიზმის ერთ – ერთი მხარე, რომელიც უჯრედში ორგანული ნივთიერებების ასიმილაციის (ათვისების, დაგ­როვების, სინთეზის) გამომწვევ ნივთიერებათა ცვლის რეაქციების ერთობ­ლიობაა (იხ.ანაბოლიზმის საპირისპირო – კატაბოლიზმი ). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ამინოაციდურია

ამინოაციდურია – (aminoaciduria; ინგლ. amino acid ამინომჟავა + ბერძნ. uron შარდი; სინ. ჰიპერამინოაციდურია) შარდთან ერთი ან რამოდენიმე ამინომჟავას გამოყოფა, ან შარდში მათი ცვლის პროდუქტების არსერბობა, რომლებიც ნორმის პირობებში შარდში არ ვლინდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი