Tag Archives: ცილინდრული

დანამატი სათესლის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დანამატი სათესლის – (epididymis ბერძნ.epi – ზევით და didymos – წყვილი) – სათესლის გამომტანი გზების ნაწილი. შედგება თავის, სხეულის, დანამატის სადინარისა და კუდის ნაწილებისაგან. დანამატის სადინარი ამოფენილია მაღალი ცილინდრული და ჩართული უჯრედების შემცველი ორრიგიანი ეპითელიუმით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

გულის მიოციტი (კარდიომიოციტი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გულის მიოციტი (კარდიომიოციტი) – (myocytus cardiacus ბერძნ. mys, myos – კუნთი და cardia – გული) გულის კუნთოვანი ქსოვილის სტრუქტურულ – ფუნქციური ელემენტი. ცილინდრული ან მორჩებიანი ფორმის განივზოლიანი კუნთოვანი უჯრედი ცენტრალუ­რად მდებარე ბირთვითა და უჯრედის გასწვრივ განლაგებული მიოფიბ­რილებით ფუნქციურ კუნთოვან ბოჭკოებს ქმნის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More