Tag Archives: ხასიათი

აორტის რკალის ანევრიზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აორტის რკალის ანევრიზმა – ხშირად წარმოადგენს მისი ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგს; იშვიათად იგი წარმოიქმნება გულმკერდის დახურული ტრავმის შედეგად. ამასთან ტრავმიდან ანევრიზმის განვითარებამდე შესაძლებელია გავიდეს მნიშვნელოვანი პერიოდი (3 თვიდან 20 წლამდე). სიმპტომები, მიმდინარეობა. ათეროსკლეროზული დაზიანება აღინიშნება დაახლოებით 60 წლის ასაკში. კლინიკური სურათი განპირობებულია გულის, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით;

Read More

ალპერსის სინდრომი

ალპერსის სინდრომი – (В. J. Alpers, ამერ. ნეიროქირურგი; სინ. ტვინის პოლიდისტროფია პროგრესული) ბავშვებში სიბრმავის, კრუნჩხვების, კუნთოვანი ტონუსის სპასტიკური ცვლილებების, მიოკლონუსის, ჭკუასუსტობის განვითარება, რაც უკავშირდება ტვინის რუხი ნივთიერების დეგენერაციულ ცვლილებებს; აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი